შეფერხებები ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში

05 ნოემბერი 2025, 11:47 134 ნახვა

ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზია დრონები, რომლებიც აღნიშნული ქალაქების საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს. ბელგიაში საჰაერო მოძრაობის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის, განცხადებით,  აეროპორტის ტერიტორიის თავზე დრონის შესახებ შეტყობინება შევიდა.

მთელი საჰაერო მოძრაობა დროებით უსაფრთხოების გამო შეჩერდა. თავდაპირველად ბრიუსელის აეროპორტის რეისების ლიეჟში გადამისამართების შესახებ გამოცხადდა, მაგრამ ამ ქალაქის აეროპორტმაც მიიღო დრონების შესახებ შეტყობინება, შედეგად, ფრენები ორივე ქალაქში შეჩერდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე