სიდნეიში სამხედრო გამოფენის მიმდინარეობისას პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
დაკავებულია 13 ადამიანი. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები გამოფენაში ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების მონაწილეობას აპროტესტებდნენ.
ინდო-წყნარი ოკეანის საერთაშორისო საზღვაო გამოფენა სიდნეის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში დღეს გაიხსნა.