სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მხოლოდ ფილიპინებში სტიქიამ 190-ზე მეტი პირი იმსხვერპლა, რის შემდეგაც შტორმი ვიეტნამს დაატყდა თავს და ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქალაქები მნიშნველოვნად დააზარალა, ასევე დაიღუპა 5 ადამიანი. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ფილიპინების კატასტროფის მართვის სააგენტოს განცხადებით, სტიქიამ ყველაზე მეტად სებუ დააზიანა, სადაც ასობით სახლი ნანგრევებად იქცა, 500 ათასამდე ადამიანს კი თავშესაფარში გადასვლა მოუწია.