უნგრეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანია მზად არის რუსულ ნავთობზე უარი თქვას

07 ნოემბერი 2025, 19:41 138 ნახვა

„ბლუმბერგის“ ცნობით, უნგრეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანია მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე.

კომპანია „მოლ ნირტი“ აცხადებს, რომ მას რუსული ნავთობის ალტერნატივა გააჩნია. ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრამდე მოხდა, რომელიც რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციებსაც შეეხება.

გავრცელებული ცნობით, კომპანია, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ექსპლუატაციას ახდენს, აცხადებს, რომ ხორვატიიდან ნავთობსადენს ფაქტობრივად შეუძლია ალტერნატივა გახდეს მისი ნავთობის მიწოდების უმრავლესობისთვის, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის გავლით „დრუჟბა“ ნავთობსადენით რუსული მიწოდებები შეწყდება“.

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ეს განცხადება ორბანისა და კომპანია მოლ-ის მრავალთვიანი განცხადებებისგან შეტრიალებაა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უნგრეთს რუსული ნავთობის ალტერნატივა არ გააჩნია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე