სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ღაზაში

11 ოქტომბერი 2025, 11:42 128 ნახვა

ღაზაში ზავის ამოქმედების შემდეგ, ათი ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დაბრუნება დაიწყო. ამასთან, ისრაელმა გაერო-ს მისცა თანხმობა, 12 ოქტომბერს ღაზაში დახმარება მიაწოდოს.  დახმარება მოიცავს 170 000 მეტრულ ტონას, რომელიც უკვე განთავსდა მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა იორდანია და ეგვიპტე.

ისრაელის სამხედროებმა ჯარები საზავო ხელშეკრულებით შეთანხმებული ხაზის უკან გაიყვანა, რის შემდეგაც ანკლავის სამხრეთ ნაწილებიდან ჩრდილოეთისკენ იძულებით გადაადგილებული ოჯახების დაბრუნება დაიწყო. „პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან“ და „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტთან“  ერთობლივ განცხადებაში „ჰამასმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ღაზის მომავალი მმართველობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება „პალესტინის შიდა საქმეა“.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში