ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაამტკიცა

10 ოქტომბერი 2025, 10:01 86 ნახვა

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ დაკავებული 48 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. მძევლების გათავისუფლება უსაფრთხოების დარღვევისთვის დაკავებული 2 000-მდე პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარების ნაწილობრივი გაყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპია.

შეთანხმებას ხმა ისრაელის მინისტრების უმრავლესობამ მისცა, მათ შორის იმ მინისტრებმაც, ვინც ადრე მას ეწინააღმდეგებოდა.

ისრაელური მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე