ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება აღიარა

09 ოქტომბერი 2025, 13:51 118 ნახვა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას  პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ არჩევნებში დამარცხება დასასრულს არ ნიშნავს. საარჩევნო ოლქების 99%-ის დათვლის შემდეგ, კოალიცია, რომლის ნაწილიც პრემიერის პარტიაა, ხმების 23.2%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ „ანო“ ხმების 34.7%-ით გამარჯვება მოიპოვა. ბაბიშმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ერთპარტიული კაბინეტის შექმნას შეეცდება, თუმცა ხმების უმრავლესობის მოპოვების გარეშე, შესაძლოა, კოალიციური მთავრობა გახდეს საჭირო. ამ მოლაპარაკებების პოტენციურ კანდიდატებს შორის ულტრამემარჯვენე ძალებია.

დამარცხების აღიარების შემდეგ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ  განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს, რათა ქვეყანა იყოს დემოკრატიული, თავისუფალი, დასავლეთის მყარი ნაწილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე