ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

27 ნოემბერი 2025, 14:05 96 ნახვა

რუსეთის სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე დაკავებულ რვა პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დაკავებულებს ბრალი ტერორიზმისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენისა და გადატანის ბრალდებით ჰქონდათ წაყენებული.

ასევე, სასამართლომ დაკავებულებს აფეთქების შედეგად დაზარალებული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 7 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრა.

2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი