ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 279 ადამიანი, - ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე საცხოვრებელ ბინას ითვლის, სადაც 4 600 ადამიანი ცხოვრობს.
მედიის ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მომხდართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის სამი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია აალებადი მასალების - მათ შორის ბამბუკის და პოლისტიროლის ქაფის - გამოყენებასთან, რამაც შესაძლოა ხანძრის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
ხანძარს, რომელსაც უმაღლესი, მეხუთე დონე მიენიჭა, 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
