დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
„ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მუდმივი მშვიდობისკენ - წერს დონალდ ტრამპი.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.
„ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, „ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია“.
აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს, თუმცა უცნობია კონკრეტულად რომელ ქვეყანას ეწვევა ტრამპი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე