ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის საუბარი სირიას შეეხო

16 დეკემბერი 2024, 08:01 218 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი სირიაში განვითარებულ მოვლენებსა და  ჰამასის მიერ ღაზაში მყოფი ისრაელის და უცხოელი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ბოლოდროინდელ ძალისხმევას შეეხო.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სირიასთან კონფლიქტით“, - თქვა ნეთანიაჰუმ განცხადებაში.  მისი თქმით, ისრაელის ქმედებები სირიაში მიზნად ისახავდა სირიიდან პოტენციური საფრთხისა  და ისრაელის საზღვართან ტერორისტული ელემენტების მიერ მიტოვებული საბრძოლო მასალის ხელში ჩაგდების აღკვეთას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში