პალესტინის მომხრე დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმთან. "დაასრულეთ პალესტინის ოკუპაცია", "დახურეთ კამპუსები", "დაასრულეთ გენოციდი" - ამ შინაარსის პლაკატებით დემონსტრანტებმა სცადეს მეტ გალაში მიმდინარე ღონისძიების ჩაშლა.
საღამოს ჩაშლის მცდელობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მუზეუმთან მისვლა აღკვეთეს.
დაკავებულია ათობით სტუდენტი. ასობით პროპალესტინელი დემონსტრანტი ორშაბათს საღამოს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კარვების ბანაკში დაბრუნდა, საიდანაც პოლიციამ ისინი ერთი კვირის წინ გააძევა.
აქციის მონაწილეებმა დაშალეს ბანაკის მიმდებარედ აგებული პოლიციის ბარიკადები და ხელახლა დაბანაკდნენ კამპუსის ეზოში.