სტამბოლში პოლიციამ ცნობილი ადამიანები დააკავა და მათ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა

08 ოქტომბერი 2025, 14:03 203 ნახვა

სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში  19 ცნობილი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან პოპულარული მსახიობები, მომღერლები, მხატვრები და სოციალური მედიის ინფლუენსერები. ისინი ეჭვმიტანილები არიან  ნარკოტიკებისა და სტიმულატორების გამოყენებაში.

პოლიციამ და ჟანდარმერიამ დაკავებულები სამედიცინო ცენტრში სისხლის აღების მიზნით გადაიყვანეს.

ტელეკომპანია სი-ენ-ენ ტურქის ჟურნალისტის განცხადებით,  მათ ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე