ლიეტუვაში თავს დაესხნენ ნავალნის თანაშემწეს

13 მარტი 2024, 08:09 279 ნახვა

რუსეთის ციხეში გარდაცვლილი  რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანაშემწეს ლეონიდ ვოლკოვს თავს დაესხნენ  ლიეტუვის დედაქალაქ  ვილნიუსში. ამის შესახებ  ნავალნის ყოფილმა წარმომადგენელმა კირა იარმიშმა განაცხადა. იარმიშმა ასევე  გამოაქვეყნა ინციდენტის ამსახველი სურათები.

ნავალნის პოლიტიკური მექანიზმის-ანტიკორუფციული ფონდის წევრების დიდი ნაწილი, მათ შორის ვოლკოვიც რუსეთიდან გაქცევის შემდეგ ევროკავშირსა და ნატოს წევრ ლიეტუვაში ცხოვრობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში