პუტინმა უფრო მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს - აშშ-ის სენატორი

22 ოქტომბერი 2025, 09:13 131 ნახვა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ომის გაგრძელების სურვილისთვის კიდევ უფრო მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს - ამის შესახებ სოციალურ ქსელ იქს-ზე აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი წერს.

გრეჰემის თქმით, ის აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

„ომის დასასრულებლად ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს. უკრაინა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამასობაში, როგორც ჩანს, რუსეთი სისხლის ღვრის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს“, - განაცხადა გრეჰემმა და დასძინა, „სწორედ ამიტომ, პუტინმა ამ კონფლიქტის გაგრძელების დაუსრულებელი სურვილისთვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე