დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი „უახლოეს მომავალში“ შეხვედრას არ გეგმავენ, - ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე არ გეგმავენ პირად შეხვედრებს.
„როიტერის“ წყარომ ლავროვსა და რუბიოს შორის ორშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარს „პროდუქტიული“ უწოდა. ჟურნალისტის კითხვას, გაუქმდა თუ გადაიდო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა, ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს უშედეგო შეხვედრა და დროის ფუჭად დაკარგვა.
ტრამპმა აღნიშნა, იმ შეხვედრის შესახებ, რომლის გამართვაც ბუდაპეშტში იგეგმებოდა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გასული კვირის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრემლის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრისას, იგი დათანხმდა მასთან პირისპირ შეხვედრას ბუდაპეშტში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე