რუსულმა დრონებმა კიევში ორი ადამიანი იმსხვერპლა

22 ოქტომბერი 2025, 09:05 99 ნახვა

ღამით კიევში რუსული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დრონით თავდასხმის შემდეგ დნეპროვსკის რაიონში საცხოვრებელ სახლში  ხანძარი გაჩნდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ისმოდა.

თავდასხმა განხორციელდა უკრაინის სუმის ოლქზეც. თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია შენობების ფასადები, ავტომობილები, ჩამსხვრეულია ფანჯრები.

რუსეთის თავდასხმებმა  ოთხი ადამიანი იმსხვერპლა და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიისა და  წყლის გარეშე დატოვა უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე