უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გასული ღამით რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო, თუმცა არა ყველა რაკეტა. რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა და ათობით შენობა დაზიანდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქში.
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა 16 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 20 ირანული შაჰედი ისროლა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 20 რუსული დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.
ჰიროსიმაში დიდი შვიდიანის სამიტიდან დაბრუნებისას მატარებელში ჩაწერილი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ 25-დან 25-ვე დრონი გაუვნებელყოფილია, თუმცა ნაწილი სამიზნეს მაინც მოხვდა. უკრაინის ლიდერმა პარტნიორებისგან უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა.
დნიპრომ და ხარკოვმა, ოდესამ და ლვოვმა, კიევმა და ზაპოროჟიემ- ყველა ჩვენმა ქალაქმა და დასახლებულმა პუნქტმა საჰაერო თავდაცვის სრულფასოვანი ფარი უნდა მიიღოს - განაცხადა ზელენსკიმ.