შოიგუმ პუტინს სამხედრო წვრთნების შედეგები მოახსენა

17 აპრილი 2023, 14:20 660 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო წვრთნების შესახებ ანგარიში ჩააბარა. შოიგუს უწყებამ  წვრთნების ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.  

წყნარ ოკეანეში სამხედრო მანევრები  მტრის საზღვაო ძალების წინააღმდეგ  იმიტირებულ დარტყმებს  მოიცავს. პუტინს მოახსენეს, რომ  მოულოდნელმა  შემოწმებამ აჩვენა, რომ წყნარი ოკეანის ფლოტი, რომელიც რუსეთის  შორეულ აღმოსავლეთშია ბაზირებული, მზადყოფნის მაღალ დონეზეა.

წვრთნები ჩინეთის თავდაცვის მინისტრის ლი შანფუს მოსკოვში ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი