თეთრ სახლთან, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებმა თეთრი სახლის ტერიტორიას დანაშაულის ადგილის აღმნიშვნელი ლენტი შემოახვიეს.
აქცია ორგანიზებული იყო ორგანიზაცია TrumpMustGo.org-ის მიერ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მსგავსი დემონსტრაციები გაიმართება 17 და 24 ნოემბერსაც.
ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ და მოითხოვენ ცვლილებებს ქვეყნის მმართველობაში.