მოლაპარაკებები ომის ტყვეების გაცვლაზე

16 ნოემბერი 2025, 12:01 101 ნახვა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის პარტნიორების შუამავლობით კონსულტაციები გამართა, გაცვლის პროცესისა და ტყვეების გათავისუფლების განახლების შესახებ.

რუსტემ უმეროვის თქმით, შეხვედრებზე მხარეები „სტამბოლის შეთანხმებების“ გააქტიურებაზე შეთანხმდნენ, რომელიც 1200 უკრაინელის გათავისუფლებას შეეხება.

აღნიშნული ინფორმაცია უმეროვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა და ზუსტდება ყველა პროცედურული თუ საორგანიზაციო დეტალი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე