პორტუგალიაში ქარიშხალ „კლაუდიას“ 3 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბრიტანეთსა და ირლანდიაში მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.
ქარიშხლის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა და დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პორტუგალიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, რამდენიმე რეგიონში წითელი დონე გამოცხადდა.