ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

16 მარტი 2023, 14:21 569 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ტიკ-ტოკი საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას - ამის შესახებ  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  სპიკერმა  ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკ-ტოკმა, რომელიც  ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის ბაით-დენსის მფლობელობაშია, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ტიკ-ტოკის ჩინელი მფლობელებისგან პოპულარულ ვიდეო აპლიკაციაში მათი წილების დატოვება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ  შესაძლო აკრძალვით დაიმუქრა. 

ბაიდენის ადმინისტრაციასა და კონგრესში შიშობენ, რომ ტიკ-ტოკის ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩინეთის მთავრობისთვის. ბაით-დენსის საკუთრებაში არსებულ ტიკ-ტოკს აშშ-ში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.    

ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტიკ-ტოკს შესაძლო აკრძალვა დაემუქრა.

ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა ტიკ-ტოკის აკრძალვა 2020 წელს სცადა, თუმცა იგი აშშ-ს სასამართლოებმა დაბლოკეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი