რუს და ბელორუს მძლეოსნებს მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვებენ

15 ივლისი 2022, 13:56 713 ნახვა

მსოფლიოს მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაიშვებიან მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ხვალ, 16 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყება.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე „უორლდ ატლეტიკსმა“ პირველ მარტს ჩამოაშორა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებს.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას რუსულ მძლეოსნობაში ხმაურიანი დოპინგსკანდალის შემდეგ, 2015 წელს შეუჩერეს წევრობა საერთაშორისო ფედერაციაში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი