უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ევროპის მეშვიდე ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ

17 ოქტომბერი 2025, 10:20 75 ნახვა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 15-22 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ტიტულის მოპოვებას ზედიზედ მეშვიდედ შეეცდება.

ტურნირი პლეი ოფის სისტემით გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მეოთხედფინალში 15 ნოემბერს პოლონეთს დაუპირისპირდებიან, რომელიც ტურნირზე შესარჩევი ეტაპის დაძლევის შემდეგ მოხვდა, სადაც რუმინეთი და შვეიცარია დაამარცხა.

პოლონეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, ნახევარფინალში  საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება – თამაში 18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბოლო ცხრა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია, საიდანაც პირველი სამი ფინალი საფრანგეთთან დათმო, მეოთხე ჯერზე კი მათ გადამწყვეტ მატჩში სძლია და მას შემდეგ ტიტულს ზედიზედ ექვსჯერ დაეუფლა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში