საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ს ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩი სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართა და 108:110 დამარცხდა. მამუკელაშვილის ანგარიშზე 22 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.
ქართველმა მოთამაშემ ერთი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ტორონტო რეპტორსი“ კიდევ ერთ მატჩს გამართავს 18 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეტსთან“. 2025-2026 წლის სეზონს კანადური კლუბი „ატლანტა ჰოუქსთან“ გასვლითი შეხვედრით გახსნის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე