კამარ ბოლდუინის „ბაიერნმა“ „მილანი“ დაამარცხა

16 ოქტომბერი 2025, 09:05 121 ნახვა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაში იტალიური „მილანი“ 64:53 დაამარცხა და ამაში დიდი წილი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელს, კამარ ბოლდუინს მიუძღვის. ბაიერნში გადასვლის შემდეგ კამარმა პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში და ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. ბოლდუინმა 27 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

კამარმა 9-დან 4 ორქულიანი და 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინაღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

2 მოგებითა და ამდენივე მარცხით ბაიერნი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს დღეს, სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში