საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის გოგა ბითაძის გუნდმა „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი „ნიუ ორლეანს პელიკანსთან“ გამარჯვებით 132:125 დაასრულა.
ბითაძემ 11 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 6 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.
ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 3 ორქულიანი გამოიყენა. „ორლანდო მეჯიქი“ 2025-2026 წლის NBA-ის რეგულარულ სეზონს 23 ოქტომბერს „მაიამი ჰიტთან“ საშინაო შეხვედრით გახსნის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე