„შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც „ტოიოტა ჩელენჯერის“ ტურნირზე „ტოიოტა ჩიტასთან“ ორ ტესტ-მატჩს გამართავს. ბლუმფონტეინში პირველი შეხვედრა 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მეორე კი 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე.
„შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი მატჩებისთვის 32 მორაგბე გამოიძახა, საიდანაც 19 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე