ბათუმელი კარატისტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

18 ოქტომბერი 2025, 11:47 109 ნახვა

22-26 ოქტომბერს ლატვიის დედაქალაქი რიგა კარატეში ევროპის მე-15 ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიო კარატეს გაერთიანებული ფედერაციის ეგიდით ტარდება. კონტინენტის პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში გაიმართება და მასში 30 ქვეყნის ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 მებრძოლით გამოვა, საიდანაც ცხრა აჭარის წარმომადგენელია. ბათუმელი სპორტსმენები ამჟამად წინა საშეჯიბრო მომზადებას გადიან და 20 ოქტომბერს უკვე რიგაში გაემგზავრებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში