ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს. შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ქუენტინ ჰალისი ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა.
ქართველმა ბრიუსელის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წრე გაირა.
მან ჯერ ალესიო ბასილეს სძლია, შემდეგ კი პიერ ჰერბერტს. ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში რეიტინგის 37-ე ნომერს, ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკარდს შეხვდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე