საქართველოს ჩემპიონატი კლასიკურ ბილიარდში

16 ოქტომბერი 2025, 09:20 260 ნახვა

საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა  კლასიკურ ბილიარდში. სახეობა – კომბინირებულ პირამიდაში. რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 32 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ფინალში ბათუმელმა გიორგი დიმიტრაძემ ანგარიშით 4:2 დაამარცხა ხობელი სანდრო ჩიტაია და მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

მესამე პრიზიორები გახდნენ თელაველი ლაშა გიგაური და თბილისელი დავით ნერგაძე.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივითა და თანადგომით, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის მისაღებად გაემგზავრება ევროპირველობის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, 15 წლის ლევან კიკალიშვილი, რომელსაც არაერთი მიღწევა აქვს, საკმაოდ გამოცდილ სპორტსმენებს შორის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე