სცენარის მეთვალყურე: ალეკ ბოლდუინს იარაღი არ უნდა გაესროლა

18 ნოემბერი 2021, 09:57 580 ნახვა

სცენარის მეთვალყურე მემი მიტჩელი, რომელმაც ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა აცხადებს, რომ სცენარში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ იარაღი ბოლდუინს ან სხვა პირს უნდა გაესროლა. მისმა ადვოკატმა გლორია ალრედმა ბოლდუინის და ფილმის პროდიუსერების საქციელი, "უგუნურ“ ქმედებად შეაფასა და ისინი უსაფრთხოების პროტოკოლების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბოლდუინის მიერ იარაღის შემოწმების გარეშე გასროლა „რუსული რულეტკის თამაშის“ ტოლფასია.

ხელისუფლება ჯერ კიდევ იძიებს 21 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ვესტერნის ჟანრის ფილმის „ჟანგ-ის“ გადასაღებ მოედანზე მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.

იარაღში, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო, ნამდვილი ტყვია აღმოჩნდა. სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში