"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევი, საზიანო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, გერმანიის, იაპონიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შეწყვიტოს სხვა ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში ჩარევა და ჯარი გაიყვანოს აღმოსავლეთ უკრაინიდან.
7 ქვეყნის ლიდერები ადასტურებენ, რომ რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის ინტერესი აქვთ.
კომუნიკეში რუსეთს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემური დევნის შეწყვეტისა და რუსეთიდან განხორციელებული კიბერთავდასხმებში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემისკენაც მოუწოდებენ.