ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება

24 მარტი 2021, 11:54 743 ნახვა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ ოთხპუნქტიან განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში მინისტრები ადასტურებენ მტკიცე ტრანსატლანტიკურ კავშირებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, რომლის ცენტრს ნატო წარმოადგენს. ერთობლივი განცხადების თანახმად, ნატო არის კოლექტიური თავდაცვის საფუძველი და ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსი, რომელიც უზრუნველყოფს ხუთი მილიარდი ადამიანის თავისუფლებას, ტერიტორიის ერთიანობას და ღირებულებების დაცვას. მინისტრები თანხმდებიან, რომ ევროპასა და  ჩრდილოეთ ამერიკაში მოკავშირეებმა კოლექტიური უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გააკეთონ. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ნატო ადაპტირებას გააგრძელებს მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის პირობებში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი