ბელგიაში ეპიდშეზღუდვები პირველ მარტამდე გაგრძელდა

13 იანვარი 2021, 11:48 1017 ნახვა

ბელგიაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები პირველ მარტამდე გახანგრძლივდა. ამავე განკარგულებით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, შეზღუდვები შესაძლოა, უფრო ადრე მოიხსნას. ნიდერლანდებში კი საყოველთაო კარანტინი 9 თებერვლამდე გახანგრძლივდა. დამატებით მინისტრთა კაბინეტი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად კომენდანტის საათის დაწესებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან  ქვეყანაშ  დაწყებითი სკოლები და საბავშვო ბაღები შესაძლოა 25 იანვრიდან გაიხსნას

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი