ფაშინიანის 15 პუნქტიანი საგზაო რუკა

18 ნოემბერი 2020, 14:08 990 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შემდგომი მუშაობის  15  პუნქტიანი  საგზაო  რუკა წარმოადგინა  და განაცხადა, რომ  მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. 

„ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ  შექმნილ სიტუაციაზე მთავარი პასუხისმგებელი მე ვარ, თუმცა მე ასევე მთავარი პასუხისმგებელი პირი ვარ ქვეყანაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე - წერს ფაშინიანი ფეისბუქზე.  ფაშინიანის მიერ წარმოდგენილ ღონისძიებათა მნიშვნელოვანი ნაწილი  მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შედეგების დაძლევას  ეძღვნება.  მათ შორისაა, დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის სოციალური გარანტიები, დატყვევებული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სომხეთში  დაბრუნება,  ასევე კონფლიქტის დროს დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა.  

ფაშინიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებას აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი