ჰონგ-კონგში შეტაკებისას 36 ადამიანი, მათ შორს 12 წლის ბავშვი დააკავეს

26 აგვისტო 2019, 12:29 1311 ნახვა

ჰონგ-კონგის პოლიციამ დღეს განაცხადა, რომ ანტისამთავრობო აქციის დროს 36 ადამიანი დააკავეს და მათ შორის ყველაზე უმცროსი 12 წლისაა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ორი დღეა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები განახლდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ გამოიყენეს, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა კი მათ წყლის ჭავლითა და ცრელმსადენი გაზით უპასუხეს.

პოლიციის ინფორმაციით, მათ 12-დან 48 წლამდე 29 მამაკაცი და 7 ქალი უკანონო შეკრების, იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მასობრივი საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, რომელიც  ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის შეტანამ გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი