ქაბულში სამი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

25 ივლისი 2019, 15:18 2533 ნახვა

ქაბულში დღეს, 25 ივლისს, ზედიზედ სამი აფეთქება მოხდა. ავღანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის  5 ქალი და 1 ბავშვია. 

პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, ის მოტოციკლით სამგზავრო მინი ავტობუსს შეეჯახა. 

მოგვიანებით კი ქაბული კიდევ ორ უბანში აფეთქებები მოჰყვა. 

ტერორისტული თავდასხმები ქაბულში ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტის დროს მოხდა. სამხედრო მაღალჩინოსნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდნენ. 

სამი თავდასხმიდან ერთ-ერთზე პასუხიმგებლობა თალიბანებმა აიღეს. 

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში