მოლდოვის მმართველი პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს მიმართა

29 სექტემბერი 2025, 10:50 114 ნახვა

არჩევნების ირგვლივ არსებული დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი იტალიის, რუმინეთის, ესპანეთისა და აშშ-ის საარჩევნო უბნებში ბომბების შესახებ ინფორმაცია იყო. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა თავად მოლდოვაშიც და არჩევნების მეორე დღეს არეულობის დაგეგმვის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს.

სანდუს პარტიის ხელმძღვანელმა, იგორ გროსუმ, კვირას მომხდარ ინციდენტებში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური დაჯგუფებები დაადანაშაულა და საარჩევნო პროცესის გაგრძელების მიზნით „მოთმინებისა და სიმშვიდისკენ“ მოუწოდა.

მოლდოვას პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ლიდერმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე