შეჯიბრება აფროსნობაში

24 მაისი 2025, 14:58 155 ნახვა

დღეს დაიწყო ბათუმის ღია პირველობა აფროსნობაში. ტურნირი ორ დღეს გაგრძელდება და მასში 10-ზე მეტი მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. ახალგაზრდა სპორტსმენები აფროსნობის ორ კატეგორიაში _ ლაზერისა და ფინის კლასში იასპარეზებენ. აჭარის აფროსნობის ფედერაცია, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, გასულ წელს დაფუძნდა, ვეტერანი აფროსნების ინიციატივით. ამ ხნის განმავლობაში ფედერაციამ უკვე 5 ტურნირი გამართა. ამჟამად, კლუბს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში12 აღსაზრდელი ჰყავს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში