ბათუმელი კარატისტების წარმატება

27 ნოემბერი 2025, 10:44 82 ნახვა

პრაღა სამი დღის მანძილზე კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირის „ოპენ პრაღა 2025“-ს მასპინძლობდა, რომელშიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის 12 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 35 სპორტსმენით იყო წარდგენილი, მათგან 30-მა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალია.

აღსანიშნავია, რომ სამი მებრძოლი, რომლებსაც 18 წელი ახლახანს შეუსრულდათ, უკვე დიდების კატეგორიაში ასპარეზობდა. ახალგაზრდებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით ძნელაძე ტურნირის გამარჯვებული გახდა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ევროპის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა დიმიტრი მსხალაძემ, რაც შეეხება ნიკა ნაგერვაძეს, მან „ოპენ პრაღა“ ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. ჩვენი სპორტსმენები უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში და მომავალი ტურნირებისთვის მზადება დაიწყეს.

დეკემბერში ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ 2026 წლის მაისში ჩვენი ქალაქი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი