,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე'' - პრესის თავისუფლების ინდექსი

26 აპრილი 2017, 00:00 3335 ნახვა

პრესის თავისუფლება არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის წინაშე, როგორც ახლა. ამის შესახებ ,,რეპორტიორტები საზღვრებს გარეშე" აცხადებს. საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებით, დონალდ ტრამპის  პრეზიდენტად არჩევით ახალი, ცრუ ინფორმაციის ერა დადგა.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპის სათავეში მოსვლამ და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის  კამპანიამ მედიასაშუალებებზე მასშტაბური თავდასხმებისა და ,,ტოქსიკური რიტორიკის" ფონზე ჩაიარა.

ამასთან, ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ მედიის თავისუფლებას ბევრ ქვეყანაში გამეფებული ავტორიტარული მმართველობის მოდელი აფერხებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, 72 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთში ამ მხრივ ძალიან რთული სიტუაციაა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი