თელ-ავივში ნეთანიაჰუს მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა

25 მარტი 2024, 09:05 406 ნახვა

თელ-ავივის ქუჩებში ისრაელის  მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე ბარიკადს. 

პოლიციასა და  დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც  სამართალდამცველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. დაკავებულია ერთი დემონსტრანტი.

ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 32 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი