სამხრეთ აფრიკა ისრაელის წინააღმდეგ - ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. დასკვნას დღეს ჰააგის სასამართლოში 17 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გამოიტანს. სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ საგანგებო ზომების მიღებას ითვალისწინებს, მათ შორის არის სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაც. დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება საქმის ძირითად ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ისრაელს ღაზაში გენოციდში ადანაშაულებენ. პარალელურად ისრაელის მხარე სასამართლოს საქმის პირდაპირ უარყოფას ითხოვს და ბრალდებებს ყალბს უწოდებენ. თემის დეტალები ანა ვაშაყმაძის რეპორტაჟში