ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი სამხედრო დანაშაულია - ჰამასი

15 ნოემბერი 2023, 13:02 437 ნახვა

ჰამასის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც  ქალაქ ღაზის  ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის არმიის  რეიდს სამხედრო  დანაშაული,  დანაშაული მორალის წინააღმდეგ და  კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული უწოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საავადმყოფოში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იყო - პაციენტები, სამედიცინო პერსონალი და იძულებით გადაადგილებული პირები - როცა რეიდი დაიწყო.

ისრაელელი ჯარისკაცები  დადიან პალატიდან პალატაში, სართულიდან სართულზე, ექიმებისა და იმათი თანხლებით, ვინც არაბული ენა იცის, მიმდინარეობს მედპერსონალის, ასევე პაციენტების დაკითხვა.

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც თავს აფარებენ საავადმყოფოს, ეზოში შეკრიბეს და უსაფრთხოების მიზნით ამოწმებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი