ბაგრატ ჟღენტისა და ჭაბუკა ჭიღლაძის მსოფლიო რეკორდი ბათუმში

09 სექტემბერი 2023, 20:01 670 ნახვა

განმეორებითი რეკორდი ქართველი სპორტსმენებისგან. ბაგრატ ჟღენტმა და ჭაბუკა ჭიღლაძემ მათ მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდი გაიმეორეს. ათლეტებმა 15 ვაგონი, ჯამში 375 ტონა, ბეჭებით გაწიეს.

პირველად ეს ერთობლივი რეკორდი ივლისში დაამყარეს, თუმცა როგორც თავად ამბობენ რეკორდების ფედერაციის აღიარების მიუხედავად, ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ, რეკორდის გამეორება გადაწყვიტეს.

დღესვე, ბაგრატ ჟღენტსა და ჭაბუკა ჭიღლაძეს მსოფლიო რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატებიც გადაეცათ.

უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის წარმომადგენლის ბაგრატ ჟღენტისთვის, ეს მეწყვილესთან ერთად დამყარებული პირველი რეკორდია, ინდივიდუალურად კი მას აქვს ხუთი მსოფლიო და ერთი გინესის რეკორდი დამყარებული.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი