დიდი ბრიტანეთის "კონსერვატიულმა პარტიამ“ ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩია.
ლიზ ტრასს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 236-მა დაუჭირა მხარი, სუნაკმა 60 359 ხმა მიიღო.
6 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნავს.
ლიზ ტრასი იქნება გაერთიანებული სამეფოს მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ თეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ.