ევროპის ღია თასი უძლიერეს მამაკაცთა შორის - დღე მეორე. შეჯიბრება ესტაფეტებში გაიმართა, მძიმე წონის სწრაფი აწევა და გადაადგილება. ხვალ კი ქართველი ძალოსანი ბაგრატ ჟღენტი ეცდება დაამყაროს გინესისა და მსოფლიო რეკორდი, კბილებით გაწიოს ტრაილერი. გუშინ მორების აწევის პირველი რაუნდი ქართველმა სპორტსმენმა, მსოფლიო ჩემპიონმა ჭაბუკა ჭიღლაძემ მოიგო. მან პირველივე ცდაზე 185 კილოგრამი, მეტოქეებზე 45 კილოგრამით მეტი სიმძიმე აწია.