ბათუმის "დინამოს" ბრძოლა ჩემპიონობისთვის - დღეს ანგისაზე მორიგი მატჩი გაიმართება

08 ნოემბერი 2019, 10:27 1107 ნახვა

დღეს, 8 ნოებერს, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრა გაიმართება, ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ერთმანეთს  ბათუმის „დინამო“  ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდებიან.   ბოლო წაგებული მატჩისა და ფრეს შემდეგ, ბათუმმა  ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაკარგა და 2 ქულით "თბილისის" დინამოს ჩამორჩება .

იმისთვის, რომ ბათუმი ჩემპიონი გახდეს - დარჩენილი სამივე მატჩი უნდა მოიგოს,  ხოლო თბილისის "დინამომ" მინიმუმ ფრე ითამაშოს და ქულა დაკარგოს.   თბილისის "დინამოს" კი მატჩების წაუგებლობის შემთხვევაში, ჩემპიონობა გარანტირებული აქვს. 

ამ ეტაპზე, ეროვნული ლიგაზე 66 ქულით თბილისელები ლიდერობენ, 64 ქულით მეორე პოზიციაზეა „დინამო“ ბათუმი, მესამეზე კი "საბურთალო" 61 ქულით. ჩემპიონატის დასრულებამდე, წინ სამ-სამი მატჩია. 

ბათუმის "დინამოს" შეხვედრა 19 საათზე დაიწყება, მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

 

ფოტო: "დინამო"  ბათუმი 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში